"გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსუალური კავშირი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ სკანდალურ შემთხვევაზე
"გოგომ ე.წ. ქმარი აიძულა მისი და ბიზნესმენის სექსუალური კავშირი გადაეღო, თორემ შვილს მოუკლავდა" - ახალი დეტალები რუსთავში მომხდარ სკანდალურ შემთხვევაზე
რუს­თავ­ში, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-სთვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით ახალ­გაზ­რდა წყვილ­მა თ. ე-მ და ე.ნ-მ, რუს­თავ­ში მოღ­ვა­წე ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს, შან­ტჟის გზით, თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.

კერ­ძოდ, ახალ­გაზ­რდა ქალი, ჩი­ნელ ბიზ­ნეს­მენს, იმ სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ვი­დე­ო­თი აშან­ტა­ჟებ­და, რო­მე­ლიც მის­მა ე.წ. ქმარ­მა ე.ნ-მ გა­და­ი­ღო. ე.ნ-ს ად­ვო­კა­ტი ანი კე­კე­ნა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თ.ე-ს მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლის, შან­ტა­ჟის, მუ­ქა­რი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის
მსხვერ­პლია და მისი წყა­ლო­ბით ის ცი­ხე­ში ერთხელ უკვე მოხ­ვდა.

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა 23 წლის თ.ე- სამი წლის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­იც­ნო და ურ­თი­ერ­თო­ბა და­ამ­ყა­რა. მას, იმ დრო­ის­თვის ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და და მე­უღ­ლე მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ახალ­გაზ­რდა ქალი ე.ნ-ს მე­უღ­ლეს­თან მი­ვი­და, უამ­ბო მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ და
მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბი­სათ­ვის სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა.

მე­უღ­ლემ ე.ნ. მი­ა­ტო­ვა, მე­ო­რე ბავ­შვის მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ორ თვე­ში კი სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ე.ნ. ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­მან­ქა­ნას ფლობ­და და თ.ე-მ მისი და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის სცე­ნა გა­ი­თა­მა­შა და მა­მა­კა­ცი და­ა­ჭე­რი­ნა. ქალ­მა შემ­დეგ ცი­ხე­ში მი­ა­კი­თხა და უთხრა, რომ მის­გან ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა ერ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კვლავ თ.ე-თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ქა­ლის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, რის გა­მოც, ახლა უკვე მან უჩივ­ლა.

ჩვე­ნი სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნის შემ­დეგ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე ქალ­მა მი­ა­კი­თხა და პი­რი­ქით, კაცს დას­დო ბრა­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა­ში, ამას­თა­ნა­ვე მო­ი­თხო­ვა ბავ­შვის­თვის ალი­მენ­ტის გა­დახ­და. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან ერ­თად თ.მ. ე.ნ-ს რკი­ნის ხელ­კე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, რუს­თავ­ში თოდ­რი­ას ქუ­ჩა­ზე კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­უმტვრია. ე.ნ-მ მისი ქმე­დე­ბა მო­ბი­ლუ­რით გა­და­ი­ღო, თან მოწ­მეც ჰყავ­და, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე მა­მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და", - აცხა­დებს ანი კე­კე­ნა­ძე.

ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით, ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის სქე­მა, სწო­რედ ქა­ლის მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ე.ნ. მან, მუ­ქა­რით აი­ძუ­ლა ვი­დეო გა­დე­ღო. რო­გორც ის ამ­ბობს, 23 წლის გო­გო­ნა მე­გო­ბარ მა­მა­კაცს ემუქ­რე­ბო­და, რომ თუ მის ნათ­ქვამს არ შე­ას­რუ­ლებ­და, შვილს მო­უკ­ლავ­და.

გო­გო­ნა ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნია, ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს, ის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად რუს­თავ­ში ერთ-ერთ სა­წარ­მო­ში მუ­შა­ობ­და, რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც ჩი­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. ქალი, მა­მა­კაცს და­უ­ახ­ლოვ­და და ერთ სა­ღა­მოს, მას­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში გან­მარ­ტოვ­და. საქ­მის მა­სა­ლებ­ში დევს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­მო­კი­თხვის ოქმი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან ქალს სას­ტუმ­რო­ში წას­ვლა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ქალ­მა უარი უთხრა და სთხო­ვა იაღ­ლუ­ჯის მთა­ზე ასუ­ლი­ყო მან­ქა­ნით, სიბ­ნე­ლე­ში გა­მოჩ­ნდა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მათ თავ­ზე და­ად­გათ, ყვი­რო­და, ჩხუ­ბობ­და, კაცს ხელი ჰკრა, თან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ვი­დე­ოს უღებ­დათ. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები