"ელექტრო­შო­კი თა­მუ­ნას თან დაჰ­ქონ­და. რომ მი­ვუ­ტა­ნე, ესი­ა­მოვ­ნა და თით­ქოს გული და­უ­წყნარ­და..." - კვირის პალიტრა

"ელექტრო­შო­კი თა­მუ­ნას თან დაჰ­ქონ­და. რომ მი­ვუ­ტა­ნე, ესი­ა­მოვ­ნა და თით­ქოს გული და­უ­წყნარ­და..."

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან სამართალდამცველებმა ელექტროშოკი ამოიღეს. როგორც თამუნას დედამ, თეონა თამაზაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, თვეების წინ გოგონამ ელექტროშოკის შეძენა მამას სთხოვა.

AMBEBI.GE გარდაცვლილი გოგონას მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ფაქტი დაადასტურა:

- რამდენიმე თვის წინ თამუნამ მკითხა, მამა, ელექტროშოკი სადმე იყიდებაო? ვუთხარი, კი, შვილო, ნავთლუღში მაქვს ნანახი-მეთქი. წავედი, მოხუც ქალს 4 ცალი ელექტროშოკი ჰქონდა, ფასი ვკითხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარში მოგცემო, - მიპასუხა. მეც ვიყიდე და მივეცი ბავშვს.

- არ გამოჰკითხეთ თამუნას, რისთვის სჭირდებოდა ელექტროშოკი, ვინმე ემუქრებოდა, რაიმე საფრთხეს გრძნობდა?

- როგორ არ ვკითხე, ბავშვი შიშის ქვეშ იყო, დიდი ხანია საფრთხეს გრძნობდა. მას არ დაუკონკრეტებია არაფერი. ჩემი დიდი გულისტკივილი დღესდღეობით ის არის, რომ ვერ დავეხმარე, ჩემთვის დროზე რომ ეთქვა, რა უჭირდა, შეიძლება დავხმარებოდი, გადამერჩინა ჩემი შვილი.

ძალიან ვნანობ, ძალიან! ერთხელ გავბრაზდი კიდეც და ტირილი დაიწყო, მამა, არაფერი მკითხო, გეხვეწები, არავითარი პრობლემა არ მაქვს. თუ რამე, თვითონ მივხედავ თავსო. ოჯახიდან, ჩვენი მხრიდან ბავშვს არაფერი პრობლემა არ ჰქონდა, მის სურვილებს ვაკმაყოფილებდით, არც სიყვარული და გაგება აკლდა. საღამოობით, უცებ დავინახავდი - ტიროდა, მერე მეორე ოთახში გადავიდოდა და ცრემლიანი თვალებით ვხედავდი.

ერთი წელი ვიტანჯებოდი, მას მერე, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა. ერთი სიტყვით მაინც რომ ეთქვა, რაღაცას ვიზამდი, ვუშველიდი. არ ვიცი, გაფრთხილებული იყო, შეშინებული, თუ რა. აბა, წარმოიდგინეთ, ბავშვი ამხელა გზაზე მიდიოდა და ვის ეძებდა? ათასი ვერსიაა. ეს  . გაგრძელება