"ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები "შეკერონ"...ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება" - გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოვითხოვ"
"ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები "შეკერონ"...ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება" - გიორგი გახარიასთან შეხვედრას მოვითხოვ"
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნაა, დაასახელონ ის სამი ადამიანი, რომლის ვის ფაილებშიც თამარ ბაჩალიაშვილმა შეაღწია.

"ალბათ ვირთხებივით დარბიან, რომ მასალები "შეკერონ", ამას არ დავუშვებ. ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, შეიძლება 3 ადამიანზე მეტიც არის. დაძრულია მთელი საქართველო, უკვე სლოგანიც არის შექმნილი, რომ არის "მკვლელი მთავრობა". სჯობს, რომ გონს მოეგონ! სანამ
გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი, მთავრობამ დაასახელოს ის 3 ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ჯგუფურად მოკლეს ჩემი შვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში მივდივარ. მოვითხოვ გიორგი გახარიასთან შეხვედრას, უშუალოდ გახარიას მინდა ვესაუბრო. გააჟღერეთ ეს ინფორმაცია, რაც შეიძლება მალე გადაეცით", - განუცხადა თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, თამარ
ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"

ლარა
03 აგვისტო 2020 09:38
ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი უბედურებისგან.
მაგრამ რა ვქნა ეს ქალბატონი არ იწვევს თანაგრძნობას, რაღცნაირად იქცევა, არასათანადოდ, ნუ ჩემს თვალში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები