"დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი" - რას ყვება მომხდარზე გოგი თოფაძე?
"დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს,  ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი" -  რას ყვება მომხდარზე გოგი თოფაძე?
თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ინფორმაცია ამის შესახებ "ინტეპრესნიუსს" გოგი თოფაძემ დაუდასტურა.

როგორც თოფაძე ამბობს, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაშია.

თოფაძის თქმით, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, მისი შვილი სავარაუდო დამნაშვეს შორიდან იცნობს.

"დილის 5:00 საათზე დაჭრეს, სახლში შემოუვარდნენ ჩემს შვილს. ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ოპერაცია გაუკეთეს, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და ჯერ უგონოდ არის. ჩემთან სახლში მე-4 სართულზე, ჩემი შვილიშვილის სტუმრები
იყვნენ, გოგოებიც ჰყავდათ, ბიჭებიც, ქეიფობდნენ, შემოვარდა ის კაცი. მანამდე დაურეკა ერთ-ერთს, ქალს, რომელიც ჩვენთან იყო, რაღაც აინტერესებდა ეტყობა. ეს ადამიანი, ვინც ჩემი შვილიშვილი დაჭრა, არ იყო სტუმარი, დაურეკა ერთ-ერთ სტუმარს, ეს არისო მანდო? კი, ჩვენ ვართო და გამოვარდა, ეზოდან შემოვიდა. ამ პიროვნებას მგონი ჩემი შვილიშვილი
შორიდან იცნობდა, მაგრამ იმას აინტერესებდა აქ სხვა, ქალბატონი აინტერესებდა, ამიტომ გააკეთა ეს ყველაფერი - არ ვიცი, ასე მეუბნებიან მაგის ნაცნობები და მეგობრები" , - განაცხადა გოგი თოფაძემ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები