გოგლა ჟვანიას განცხადებით, ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი - კვირის პალიტრა

გოგლა ჟვანიას განცხადებით, ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ ბუსა ჟვანია დაჭრილია. როგორც "ინტერპრესნიუსს“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, ბუსა ჟვანია შედარებით მსუბუქად არის დაჭრილი.

მისივე ინფორმაციით, დაზიანება მას მუცლის არეში აქვს.

"დაჭრილი არის შედარებით უფრო მსუბუქად. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კლინიკაშია. ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული“,- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

გოგლა ჟვანია მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"