"ბუსა ვერ ეგუებოდა დაშორებას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და" - გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმის ახალი დეტალები
"ბუსა ვერ ეგუებოდა დაშორებას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და" - გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმის ახალი დეტალები
ფოტო:ბესარიონ(ბუსა) ჟვანია
2 ივ­ლისს, ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და პო­ლი­ტი­კო­სის, გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი მძი­მედ დაჭ­რეს. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დაჭ­რა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნია იყო, რაც შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით და­დას­ტურ­და. ცნო­ბი­ლი გახ­და ისიც, რომ თვი­თო­ნაც მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი ბუსა ჟვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი იყო.

რა მოხ­და გამ­თე­ნი­ის 5 სა­ათ­ზე გოგი თო­ფა­ძის სახ­ლში და რა­ტომ დაჭ­რეს ლე­ვა­ნი­კო თო­ფა­ძე, ამის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი ვერ­სია გავ­რცელ­და.

Ambebi.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუსა თო­ფა­ძე­ე­ბის სახ­ლში ყო­ფი­ლი
შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გამო მი­ვი­და, რო­მელ­საც ორი თვის წინ და­შორ­და. Ambebi.ge -სთან სა­უბ­რი­სას ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი შემ­დეგს მოყ­ვა:

- ერ­თმა­ნე­თი წლე­ბი უყ­ვარ­დათ, გო­გოს ბუ­სას ოჯა­ხიც იც­ნობ­და. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, ახლა რა დღე­შია. ის და ლე­ვა­ნი­კო ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და არ მიკ­ვირს, რომ მათ­თან სტუმ­რად იყო, რად­გან სა­ერ­თო
სა­მე­გობ­რო წრე ჰყავთ. მი­ზე­ზი რა გახ­და, არ ვიცი, მაგ­რამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ბუსა ვერ ეგუ­ე­ბო­და ამას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და. იმ ღა­მე­საც ალ­ბათ გა­ი­გო, რომ ლე­ვა­ნი­კოს­თან მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მისი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იქ იყო. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ მი­ა­კი­თხა თო­ფა­ძე­ებს სახ­ლში.

- ბუ­სა­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?
- ბუსა გე­ნი­ო­სია, კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, იცით რო­გორ სწავ­ლობ­და და რა ჭკვი­ა­ნია? - რა­ღაც­ნა­ი­რად აი­რია მისი ცხოვ­რე­ბა, ჰო გახ­სოვთ, გია ბა­რა­მი­ძეს­თა­ნაც მო­უ­ვი­და კონ­ფლიქ­ტი და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ერთი რამ ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ბუ­სას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ლე­ვა­ნი­კო დო­ლი­ძე მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან და ლე­ვა­ნი­კოს არა­ვის­თვის წა­ურ­თმე­ვია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. გაგრძელება



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?