"ბუსა ვერ ეგუებოდა დაშორებას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და" - გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმის ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"ბუსა ვერ ეგუებოდა დაშორებას და თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და" - გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმის ახალი დეტალები

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო, რაც შსს-ს ოფიციალური განცხადებით დადასტურდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ თვითონაც მსუბუქად დაჭრილი ბუსა ჟვანია დაკავებული იყო.

რა მოხდა გამთენიის 5 საათზე გოგი თოფაძის სახლში და რატომ დაჭრეს ლევანიკო თოფაძე, ამის შესახებ მედიაში არაერთი ვერსია გავრცელდა.

Ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ბუსა თოფაძეების სახლში ყოფილი შეყვარებულის გამო მივიდა, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა. Ambebi.ge -სთან საუბრისას ჩვენი რესპონდენტი შემდეგს მოყვა:

- ერთმანეთი წლები უყვარდათ, გოგოს ბუსას ოჯახიც იცნობდა. ძალიან ლამაზი გოგონაა, წარმომიდგენია, ახლა რა დღეშია. ის და ლევანიკო ბავშვობის მეგობრები არიან და არ მიკვირს, რომ მათთან სტუმრად იყო, რადგან საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ. მიზეზი რა გახდა, არ ვიცი, მაგრამ ბუსა და ის ორი თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ. ბუსა ვერ ეგუებოდა ამას და თურმე ეჭვიანობდა, ყველგან დასდევდა და ხვდებოდა. იმ ღამესაც ალბათ გაიგო, რომ ლევანიკოსთან მეგობრები შეიკრიბნენ და მისი ყოფილი შეყვარებულიც იქ იყო. ალბათ სწორედ ამიტომ მიაკითხა თოფაძეებს სახლში.

- ბუსაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ბუსა გენიოსია, კორნელის უნივერსიტეტი დაამთავრა, იცით როგორ სწავლობდა და რა ჭკვიანია? - რაღაცნაირად აირია მისი ცხოვრება, ჰო გახსოვთ, გია ბარამიძესთანაც მოუვიდა კონფლიქტი და ფიზიკურად გაუსწორდა. ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ბუსას ყოფილი შეყვარებული და ლევანიკო დოლიძე მხოლოდ ბავშვობის მეგობრები არიან და ლევანიკოს არავისთვის წაურთმევია შეყვარებული. გაგრძელება