ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე "ლავასოღლი" ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ - კვირის პალიტრა

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე "ლავასოღლი" ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე "ლავასოღლი" ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ,- ამისშესახებ მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ.

"2 წელიწადზე მეტი ჰყავდათ თურქეთში სრულიად უკანონოდ, მაგრამ არ ჩამოიყვანეს, გაუშვეს ბელარუსში, სადაც ასევე ვადები დაირღვა. ამ სახელმწიფომ გორაძის მიმართ ყველა კანონი დაარღვია და ამას ჩვენ სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ.

რაც შეეხება დღევანდელობას, მინდიას არ უნდა, რომ ის პოლიტიკისთვის გამოიყენონ. ის არ არის პოლიტიკოსი და არც უნდა ამაში ჩართვა და მე, როგორც ადვოკატს მაქვს ყველა უფლება მისგან, გავახმაურო მისი ეს პოზიცია“, - აღნიშნა კობაიძემ.

"ინტერპრესნიუსი"