"გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა...ჟვანია მთვრალი იყო" - რა დეტალებს ყვება გოგი თოფაძე?
"გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა...ჟვანია მთვრალი იყო" - რა დეტალებს ყვება გოგი თოფაძე?
2 აგ­ვის­ტოს ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე დაჭ­რეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი - ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ბა­ტონ გოგი თო­ფა­ძეს­თან, რომ­ლის თქმი­თაც, მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა დღეს თვა­ლი გა­ა­ხი­ლა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა და ბო­ლომ­დე დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლად არ მი­იჩ­ნე­ვა.

გოგი თო­ფა­ძე:- ლე­ვა­ნი­კოს ამ გო­გოს­თან არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ ჰქო­ნია. ვი­საც მას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩემი ნა­თე­სა­ვია
და სულ სხვა კა­ცია, რო­მე­ლიც არც არის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ეს იყო წარ­სულ­ში.

უცხო კაცი შე­მოგ­ვი­ვარ­და სახ­ლში, მერე გა­ვი­გე, ვინც იყო...

ამ ბუ­სას უნ­დო­და გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, აბა, ღა­მის 5 სა­ათ­ზე რომ მოვა კაცი, რა უნდა? ისე ად­რეც ჰქო­ნია ამ ბუ­სას მსგავ­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი.
- ად­რეც დაჭ­რა ვინ­მე?


- ერთი და ორი? აბა, მო­სა­მარ­თლე­ებს ჰკი­თხეთ...

- ბუ­საც დაჭ­რი­ლია და ვინ დაჭ­რა?

- ლე­ვა­ნი­კო რო­გორ დაჭ­რი­და, ოთხგან აქვს დანა გარ­ჭო­ბი­ლი, დღეს ძლივს ამო­ი­ღო ხმა. ორ­ჯერ ზურ­გი­დან აქვს დარ­ტყმუ­ლი, ორ­ჯერ კი­სერ­ში. სულ 4 ჭრი­ლო­ბა აქვს ბავ­შვს. სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, მთე­ლი ექი­მე­ბი მა­გას და­ვა­სიე. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლის ორი მე­გო­ბა­რი ბიჭი და ერთი ქალ­ბა­ტო­ნი 2 სა­ა­თამ­დე იყ­ვნენ რეს­ტო­რან­ში. მერე ყა­ვის და­სა­ლე­ვად ამო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, თით­ქმის ღა­მის სამი სა­ა­თი იყო. ლე­ვა­ნი­კო მე­ო­თხე სარ­თულ­ზე იყო, ძი­რი­თა­დად იქ არის ხოლ­მე. ალა­ლად გე­უბ­ნე­ბით ყვე­ლა­ფერს. მერე ყავა და­ლი­ეს, მუ­სი­კას უს­მენ­დნენ. გა­და­წყვი­ტეს, წყნეთ­ში წა­ვი­დე­თო, რამ­დე­ნი­მეს იქ აგა­რა­კი აქვს. ამ დროს ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­ი­ნა­ხა, რომ სა­დღაც მი­დი­ან (ერთი სარ­თუ­ლით დაბ­ლა ვართ), გა­ვი­და და ნახა, ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ. მა­რი­ნამ აღარ გა­უშ­ვა, კა­რებ­ში ჩად­გა და უთხრა, აქ დარ­ჩით, აქ მო­ის­ვე­ნე­თო და უკან აიყ­ვა­ნა.

ლე­ვა­ნი­კოს ერთ-ერთ მე­გო­ბარს და­უ­რე­კავს იმ ბუ­სას­თან, ვე­ღარ მივ­დი­ვართ წყნეთ­შიო. იმას უთ­ქვამს, მე მო­ვა­ლო და ვინც კი­ნა­ღამ მო­მიკ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლი, 10 წუთ­ში მო­ვი­და. მერე ლე­ვა­ნი­კოს ის მე­გო­ბა­რი ტი­რო­და, - ეს რა გა­ვა­კე­თე, რა­ტომ დავ­რე­კეო. მო­ვი­და ეს ბუ­საა თუ მუსა და მე­ო­თხე სარ­თულ­ზე ამო­ვი­და. ამ გო­გოს­თან 2 თუ 3 წელი ჰქო­ნია რა­ღაც რო­მა­ნი, რამ­დე­ნი­მე­ჯერ­მე უც­დია მერე ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა, ეს გოგო უარ­ზე ყო­ფი­ლა... რომ ამო­ვი­და, გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა. ჟვა­ნია მთვრა­ლი იყო, თან დანა ჰქონ­და და ჩემს შვი­ლიშ­ვილს ოთხჯერ და­არ­ტყა. სულ სის­ხლით იყო იქა­უ­რო­ბა მოს­ვრი­ლი.

- ბუსა იც­ნობ­და ლე­ვა­ნი­კოს?

- არც ვიცი. ჩემ­მა ცოლ­მა კა­მა­თი რომ გა­ი­გო, ავი­და და კი­ნა­ღამ ისიც მოკ­ლა. იხილეთ სრულად



ინკვიზიტორი
04 აგვისტო 2020 01:12
ბიჯო, მომისმინე! ორი ძმაკაცი ჰლიაყო გვერდზე შენ შვილიშვილს და რომელიმეს გადააბრალეთ. ილიაც გვერდზე დაგიდგებათ. ბოლო-ბოლო ერთი მიწა-წყლის ხალხნი ხართ არა?
?????????????
03 აგვისტო 2020 22:59
შენც პარლამენტში გინდა? გადავირიე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?