"გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა...ჟვანია მთვრალი იყო" - რა დეტალებს ყვება გოგი თოფაძე? - კვირის პალიტრა

"გო­გოს ხელი მოჰ­კი­და და წაყ­ვა­ნა და­უ­პი­რა, რა თქმა უნდა, გო­გოს სა­მი­ვე ბიჭი გა­მო­ე­სარ­ჩლა...ჟვანია მთვრალი იყო" - რა დეტალებს ყვება გოგი თოფაძე?

2 აგვისტოს ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი - ექსპრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გთავაზობთ ინტერვიუს ბატონ გოგი თოფაძესთან, რომლის თქმითაც, მისმა შვილიშვილმა დღეს თვალი გაახილა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ბოლომდე დასტაბილურებულად არ მიიჩნევა.

გოგი თოფაძე:- ლევანიკოს ამ გოგოსთან არავითარი საერთო არ ჰქონია. ვისაც მასთან ჰქონდა ურთიერთობა, ჩემი ნათესავია და სულ სხვა კაცია, რომელიც არც არის დღეს საქართველოში და ეს იყო წარსულში.

უცხო კაცი შემოგვივარდა სახლში, მერე გავიგე, ვინც იყო...

ამ ბუსას უნდოდა გოგოსთან ურთიერთობის აღდგენა, აბა, ღამის 5 საათზე რომ მოვა კაცი, რა უნდა? ისე ადრეც ჰქონია ამ ბუსას მსგავსი კრიმინალური შემთხვევები. - ადრეც დაჭრა ვინმე?

- ერთი და ორი? აბა, მოსამართლეებს ჰკითხეთ...

- ბუსაც დაჭრილია და ვინ დაჭრა?

- ლევანიკო როგორ დაჭრიდა, ოთხგან აქვს დანა გარჭობილი, დღეს ძლივს ამოიღო ხმა. ორჯერ ზურგიდან აქვს დარტყმული, ორჯერ კისერში. სულ 4 ჭრილობა აქვს ბავშვს. სასწაულებრივად გადარჩა, მთელი ექიმები მაგას დავასიე. ჩემი შვილიშვილის ორი მეგობარი ბიჭი და ერთი ქალბატონი 2 საათამდე იყვნენ რესტორანში. მერე ყავის დასალევად ამოვიდნენ ჩვენთან, თითქმის ღამის სამი საათი იყო. ლევანიკო მეოთხე სართულზე იყო, ძირითადად იქ არის ხოლმე. ალალად გეუბნებით ყველაფერს. მერე ყავა დალიეს, მუსიკას უსმენდნენ. გადაწყვიტეს, წყნეთში წავიდეთო, რამდენიმეს იქ აგარაკი აქვს. ამ დროს ჩემმა მეუღლემ დაინახა, რომ სადღაც მიდიან (ერთი სართულით დაბლა ვართ), გავიდა და ნახა, ნასვამები იყვნენ. მარინამ აღარ გაუშვა, კარებში ჩადგა და უთხრა, აქ დარჩით, აქ მოისვენეთო და უკან აიყვანა.

ლევანიკოს ერთ-ერთ მეგობარს დაურეკავს იმ ბუსასთან, ვეღარ მივდივართ წყნეთშიო. იმას უთქვამს, მე მოვალო და ვინც კინაღამ მომიკლა შვილიშვილი, 10 წუთში მოვიდა. მერე ლევანიკოს ის მეგობარი ტიროდა, - ეს რა გავაკეთე, რატომ დავრეკეო. მოვიდა ეს ბუსაა თუ მუსა და მეოთხე სართულზე ამოვიდა. ამ გოგოსთან 2 თუ 3 წელი ჰქონია რაღაც რომანი, რამდენიმეჯერმე უცდია მერე ურთიერთობის აღდგენა, ეს გოგო უარზე ყოფილა... რომ ამოვიდა, გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა, რა თქმა უნდა, გოგოს სამივე ბიჭი გამოესარჩლა. ჟვანია მთვრალი იყო, თან დანა ჰქონდა და ჩემს შვილიშვილს ოთხჯერ დაარტყა. სულ სისხლით იყო იქაურობა მოსვრილი.

- ბუსა იცნობდა ლევანიკოს?

- არც ვიცი. ჩემმა ცოლმა კამათი რომ გაიგო, ავიდა და კინაღამ ისიც მოკლა. იხილეთ სრულად