"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო" - კვირის პალიტრა

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო"

თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში "18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია“.

მისივე განმარტებით, "თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, "ფეისბუკისა“ და "ინსტაგრამის“ აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული“.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. ლეპტოპის გახსნის პროცესი ახლახანს დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"