ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან წაიყვანეს - კვირის პალიტრა

ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან წაიყვანეს

ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებული ბუსა ჟვანია, სამართალდამცავებმა ხეჩინაშვილის კლინიკიდან წაიყვანეს.

კლინიკის დატოვებისას ბუსა ჟვანიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

იხილეთ ასევე: "ტყუილია, რომ ბუსას გოგონა ძალის გამოყენებით მოჰყავდა... ის იქ არ ყოფილა" - რას ამბობს ჟვანიების ოჯახის ახლობელი თოფაძეების სახლში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე?