ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა
ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა დასაქმებული და
სად, უპასუხა, რომ "ეროვნულ ბანკში სპეციალისტად მუშაობს".

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

იხილეთ ასევე: "მინდა, თოფაძეების ოჯახს
ბოდიში მოვუხადო - რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს" - რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია?


"ინტერპრესნიუსი"

რა ვიცინე
04 აგვისტო 2020 18:52
მთელი დღე ინტერნეტში წერია არ მისულა ,არ ყოფილაო. მიდი ინგა ჭკადუა მიაწექი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?