"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი"
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი"
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია. მოსამართლის კითხვაზე, არის თუ არა დასაქმებული და
სად, უპასუხა, რომ"ეროვნულ ბანკში სპეციალისტად მუშაობს".


პროცესის დასრულების შემდეგ დაკავებულის დედას  კომენტარი არ გაუკეთებია.

"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი"  განუცხადა kvirispalitra.ge-ს ნინო ქადაგიძე- ჟვანიამ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ორი დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას
შვილი, ბუსა ჟვანია. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

(სპეციალურად საიტისთვის)
07 აგვისტო 2020 19:30
ნინო ძალიან კარგი ადამიანი ხარ იშვიათათ არიან თქვენნაირები ამქვეყნად
მერაბ
05 აგვისტო 2020 07:26
მეც ვიყავი ამ ასაკის და პირველ რიგში დედაზე, და ახლობელ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომ ამ დღეში არ ჩამეგდო.
Tami
04 აგვისტო 2020 21:04
Utvino bichi ! Rogor are ifiqra defaze?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები