"ძალიან ბევრი წყარო და ბევრი ინფორმაცია იძლევა იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს გოგო ნამდვილად მოკლულია"
04-08-2020
"ძალიან ბევრი წყარო და ბევრი ინფორმაცია იძლევა იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს გოგო ნამდვილად მოკლულია"
გარდაცვლილი პროგრამისტის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი ვიღაცამ გაასუფთავა.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

"არ არის გამორიცხული... ძალიან ბევრი წყარო და ბევრი ინფორმაცია იძლევა იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს გოგო არა თვითმკვლელობამდეა მიყვანილი, არამედ ნამდვილად მოკლული იქნა. ეს გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ ის ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა. ეს ინფორმაცია ინახებოდა იმ ლეპტოპში, რომელსაც ის
არასდროს არ ტოვებდა და თან დაჰქონდა. ლეპტოპში, აბსოლუტურად არ აღმოჩნდა არაფერი...არც "ინსტაგრამი", არც "ვოთსაფი", ქალბატონმა თეონამ, თამარის დედამ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკუთარი თვალით აქვს ნანახი, თამარს ლეპტოპში ფეისბუქი რომ ჰქონდა და როგორ სარგებლობდა მისით", - განაცხადა რამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?