"შევ­ხვდე­ბი ქალბატონ ნინოს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო" - შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის?
"შევ­ხვდე­ბი ქალბატონ ნინოს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო" - შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის?
ლე­ვან თო­ფა­ძის დაჭ­რის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დედა ნინო ქა­და­გი­ძე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს ბო­დიშს უხ­დის. ამის შე­სა­ხებ მან სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნა­ცხა­და.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ოჯახს და ვუ­თხრა, რომ ჩემ­თვის ეს ისე­თი­ვე ტკი­ვი­ლია, თუ არა უა­რე­სი, რო­გო­რიც არის მათ­თვის. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რა თქმა უნდა, არ გა­ვურ­ბი­ვართ. ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ობი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა მგო­ნია, რომ ისე და­უმ­ძი­მეს ბრა­ლი... ძა­ლი­ან მძი­მე იყო ეს ჩემ­თვის", - გა­ნა­ცხა­და ქა­და­გი­ძემ და კი­თხვა­ზე,
მარ­თლა და­უ­რე­კა თუ არა მან გოგი თო­ფა­ძეს, უპა­სუ­ხა, რომ და­უ­რე­კა ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად და არა მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად.

შედ­გა თუ არა სა­უ­ბა­რი და­კა­ვე­ბუ­ლის დე­და­სა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს შო­რის, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE გოგი თო­ფა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

ყო­ფილ­მა პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას დე­დამ, ნინო ქა­და­გი­ძემ მარ­თლაც
და­უ­რე­კა.

"ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ და­მი­რე­კა, მას რას ვერ­ჩი... იმ დროს პო­ლი­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი და ჩემი და­კი­თხვა მი­დი­ო­და. ვუ­თხა­რი, სა­ღა­მოს და­მი­რე­კეთ, სახ­ლში ვიქ­ნე­ბი-მეთ­ქი, ვიც­ნობ ამ ქალ­ბა­ტონს, რა უნდა ვუ­თხრა, რა უნდა ვქნა? პო­ლი­ცი­ა­ში ის ვთქვი, რაც იყო. თუმ­ცა მინ­და გი­თხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა. მე­გო­ნა, ბავ­შვი კვდე­ბო­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და რა მოხ­და და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრა­ლი.

რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? პირ­ვე­ლი 2 დღე გი­ჟად ვი­ყა­ვი და ის დავ­წე­რე, რაც რე­ა­ლუ­რად ვი­ცო­დი. ვიც­ნობ დე­და­მისს, კაი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა?

მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ით­ვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს. ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შე­მიძ­ლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა... გაგრძელება

მარიამი
05 აგვისტო 2020 09:38
ქალბატონი ნინოს მიმართ ყოელთვის სიმპათიით ვიყავიგანწყობილი,ახლა დავრწმუნდი,მართლა ინტელიგენტი ქალბატონია,არ იმსახურებს ამდენ ტანჯვას.
aburjga
05 აგვისტო 2020 09:10
თოფაძის საყურადღებოდ ერთ ძველ ანეგდოტს მოგიყვებით - გურულმა შაშვს თოფი ესროლა. ააცილა. შაშვი გაფრინდა. გურულმა მიაძახა - ჩემი ხელიდან კვტარი (მკვდარი) ხარ და აწი იფრინე რამდენიც გინდაო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები