"შევ­ხვდე­ბი ქალბატონ ნინოს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო" - შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის? - კვირის პალიტრა

"შევ­ხვდე­ბი ქალბატონ ნინოს, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი... რომ გა­ვი­გე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო" - შედგა თუ არა სატელეფონო საუბარი თოფაძესა და ნინო ჟვანიას შორის?

ლევან თოფაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბუსა ჟვანიას დედა ნინო ქადაგიძე დაზარალებულის ოჯახს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ოჯახს და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა მგონია, რომ ისე დაუმძიმეს ბრალი... ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის", - განაცხადა ქადაგიძემ და კითხვაზე, მართლა დაურეკა თუ არა მან გოგი თოფაძეს, უპასუხა, რომ დაურეკა ბოდიშის მოსახდელად და არა მოსალაპარაკებლად.

შედგა თუ არა საუბარი დაკავებულის დედასა და დაზარალებულის ოჯახს შორის, ამის გასარკვევად AMBEBI.GE გოგი თოფაძეს დაუკავშირდა.

ყოფილმა პარლამენტარმა დაადასტურა, რომ მისი შვილიშვილის საქმეში ბრალდებული ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ მართლაც დაურეკა.

"ქალბატონმა ნინომ დამირეკა, მას რას ვერჩი... იმ დროს პოლიციაში ვიყავი და ჩემი დაკითხვა მიდიოდა. ვუთხარი, საღამოს დამირეკეთ, სახლში ვიქნები-მეთქი, ვიცნობ ამ ქალბატონს, რა უნდა ვუთხრა, რა უნდა ვქნა? პოლიციაში ის ვთქვი, რაც იყო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასჯელის ზომის ასე აწევა ჩემი სურვილი არ ყოფილა, არ წავალ ამაზე თანახმა. მეგონა, ბავშვი კვდებოდა, გამწარებული ვიყავი და რა მოხდა და რატომ გადაწყვიტეს, ეს უკვე არ ვიცი, არაა ჩემი ბრალი.

რა ვუქნა იმას, რაც ჩვენებაში მიწერია და რაზეც ორჯერ მომაწერინეს ხელი? პირველი 2 დღე გიჟად ვიყავი და ის დავწერე, რაც რეალურად ვიცოდი. ვიცნობ დედამისს, კაი ქალია, ტირის, მაგრამ რა ვქნა?

მე რაც პოლიციას ვუთხარი, ის არ ითვალისწინებს 15 წელს, მაქსიმუმ 3 თუ 4 წელს. ვნახავ იმ ქალბატონს, ავუხსნი ყველაფერს და რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება... გაგრძელება

იხილეთ ასევე: "რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მკვდარი ვარ ადამიანი"