"მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, ადვოკატს კი არ უსმენს" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასულწლოვნის მამა? - კვირის პალიტრა

"მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, ადვოკატს კი არ უსმენს" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასულწლოვნის მამა?

მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს, ადვოკატს კი არ უსმენს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებთან მცხეთის რაიონული სასამართლოს დატოვებისას განაცხადა.

როგორც არასრულწლოვნის მამა აცხადებს, ის სასამართლო სხდომიდან იმის გამო გამოაძევეს, რომ მოსამართლეს შენიშვნა მისცა.

"მოსამართლე პროკურორს თვალებში შესციცინებს. როცა საუბრობს ადვოკატი, არ უსმენს, facebook-შია შესული, ემესიჯება ვიღაცეებს. ვეღარ მოვითმინე, მივეცი შენიშვნა მოსამართლეს, ქალბატონო ზრდილობის გამო მოუსმინე ადვოკატს-თქო და გამომაძევეს დარბაზიდან“, - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"