გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა - კვირის პალიტრა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის თქმით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, რაც დააკმაყოფილა.

მორიგი სასამართლო სხდომა 18 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

„სასამართლომ განიხილა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის შუამდგომლობები. ბრალდების მხარის წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებ მტკიცებულებად ცნო. შესაბამისად, დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობაზე არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა საქმის არსებითად გადაცემაზე, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის წარმომადგენლების პოზიცია და დააკმაყოფილა. არ იქნა შეწყვეტილი დევნა არცერთი ბრალდებულის მიმართ. საქმე გადაცემულია არსებითად განსახილველად ექვსივესთან მიმართულებით", - განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"