"სულ რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემ­თან, ელექტროშოკი არ უხსენებია" - რას ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი? - კვირის პალიტრა

"სულ რამ­დენ­ჯერ­მე იყო ჩემ­თან, ელექტროშოკი არ უხსენებია" - რას ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი?

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილ 23 წლის პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა. როგორც გაირკვა, ეს ფსიქოლოგი ქეთი კობალაძეა, რომელთანაც ინტერვიუ ambebi.ge-მ ექსკლუზიურად ჩაწერა:

ქეთი კობალაძე, თამუნა ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი:

- არც ერთ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ, ვინაიდან ეს ეთიკის, ამავე დროს, ფსიქოლოგის და პაციენტის ურთიერთობის საკითხია. ყველა კითხვაზე გამოძიებას ვუპასუხე, უამრავი კითხვა დამისვეს და არსებობს ჩემი ხელმოწერილი პასუხები.

- მესმის და თამუნას ინტერესებიდან გამომდინარე, იმას არც გკითხავთ, რა პრობლემები ჰქონდა, ან რა დიაგნოზი დაუსვით, რას გიამბობდათ...

- მერწმუნეთ, არავითარი საიდუმლო ჩემს ხელთ არ არის, როგორც ფსიქოლოგმა, რაც ვიცოდი, რაც შემეძლო, მხოლოდ ის ვთქვი.

- უბრალოდ, მაინტერესებს, სუიციდის მოტივი შეიძლებოდა გამხდარიყო ის პრობლემა, რაც მას აწუხებდა? მტკიცებით ვერაფერს იტყვით, მხოლოდ ვერსია როგორია თქვენი...

- მტკიცებით ვერაფერს გეტყვით. ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, გოგონა დიდი ხნის უნახავი მყავდა, სულ რამდენჯერმე ვნახე, კოვიდინფექციის გამო დიდი წყვეტა გვქონდა - თებერვალში იარა ჩემთან, მერე პანდემია მოგვისწრო, ბოლოს კი გამოცდები და დიპლომი ჰქონდა დასაწერი. ყველას ძირითადი კითხვა ის არის, მოიკლავდა თუ არა თავსო. რაც მასზე ჩამომიყალიბდა, ძირითადი პორტრეტი, ის ვუთხარი გამოძიებას. არ ვიცი, თამუნას დიდი ხანია არ შევხვედრივარ და ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ადამიანი ურთულესი მექანიზმია, იმდენად ადაპტირებადია, იმდენად გამძლე, სპონტანური, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ისეთ პატივს ვცემ ჩემს პროფესიას, ვერანაირ მკითხაობას ვერ დავიწყებ. - რა გითხრათ თამუნამ, როგორ გიპოვათ, ვინ ურჩია თქვენთან მოსვლა?

- არც ვიცი, როგორ მიპოვა, ვკითხე და ასე მითხრა, "ფეისბუქზე" დავწერე და თქვენი თავი მირჩიეს, ვიღაცამ გაგიწიათ რეკომენდაციაო.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე გოგონამ, როგორ დაახასიათებდით?

- თამუნა სრულწლოვანი გოგონა იყო, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი. სულ რამდენჯერმე იყო ჩემთან იხილეთ სრულად