ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბის კრიმინალური ისტორიები - სკანდალური საქმეების ქრონიკა - კვირის პალიტრა

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შვი­ლე­ბის კრიმინალური ისტორიები - სკანდალური საქმეების ქრონიკა

მიმდინარე კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რომელმაც თითქმის ყველა პოლიტიკური პროცესი და პანდემიაც კი გადაფარა, გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმე აღმოჩნდა. თემას რეზონანსულობა იმანაც შემატა, რომ ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა (ბესარიონ) ჟვანია გახლავთ, რომელიც ამ ეტაპზე უკვე დაკავებულია.

ბუსა არ ყოფილა პირველი პოლიტიკოსების შვილებიდან, რომლებსაც სხვადასხვა დროს კანონთან პრობლემები შეექმნათ. შეგახსენებთ, ყველაზე რეზონანსულ საქმეებს, რომლებშიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილები მონაწილეობდნენ:

თარაშ კანდელაკი - გიორგი კანდელაკის ვაჟი

რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი დააკავა. რესტორან "ჯოზეფში" ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს თარაშ კანდელაკმა 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე თარაშ კანდელაკი დაკავებულია. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თორნიკე კოპალეიშვილი - ხატია დეკანოიძის ვაჟი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილის საქმე ორი წლის წინ საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. კოპალეიშვილს ბარალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა, პოლიტიკოსის ვაჟი მაშინ 18 წლის გახლდათ და ამიტომ მასზე გავრცერლდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულმა ბრალი აღიარა.

დავით კობალაძე - კობა კობალაძის ვაჟი

რეზონანსურლი აღმოჩნდა "ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის საქმეც. ახალგაზრდას გამოძიება 24 ივნისს, 5 თანამზრახველთან ერთად, ახალგაზრდა მამაკაცის ცემასა და მისთვის მძიმე დაზიანებების მიყენებას ედავება. პარლამენტარის შვილს ბრალი დანაშაულის ჩადენიდან 17 დღეში, მედიით გასული ანონსის შემდეგ წაუყენეს. გამოძიება დავით კობალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, კობალაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 5 ადამიანი, შურისძიების მიზნით, თავს დაესხა 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს და სცემა. 6 თავდამსხმელიდან ოთხი 23 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა, ორმა კი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. დავით კობალაძე 20 წლისაა.

რატი მილორავა - ეკა ბესელიას ვაჟი

რატი მილორავას პოლიციასთან ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი, თუმცა პოლიტიკოსი დედა ამ ფაქტებს ყოველთვის მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა. ბესელია ამბობდა, რომ მის შვილს სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ დედის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით აკავებდა. რატის სახელს სხვადასხვა დროს ხშირად უკავშირებდნენ ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეს. გაგრძელება