"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა" - კვირის პალიტრა

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა"

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი ბაჩანა ლობჟანიძე, რომ გაეტყუებინა ჩემი შვილი სახლიდან, - ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამაზაშვილის თქმით, მან შსს-ში ლობჟანიძის "ფსიქიკური პრობლემების საკითხი" დააყენა.

"ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება, მოგზავნილი. როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით",- განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

იხილეთ ვიდეო