"კარის მეზობლები არიან, ერთად გაზრდილები... სასწრაფოც თვითონ გამოუძახია მას შემდეგ, რაც ესროლა"
"კარის მეზობლები არიან, ერთად გაზრდილები... სასწრაფოც თვითონ გამოუძახია მას შემდეგ, რაც ესროლა"
6 აგვისტოს, სისხლიანი დაპირისპირება წალენჯიხის სოფელ ჯვარში. 41 წლის გიზო მიქავა კარის მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიქავა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც გავარკვიეთ, გიზო მიქავას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, ბრალდებულიც და დაჭრილიც დაოჯახებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილი მშრომელი ბიჭია, არც დაკავებულს ახასიათებენ ცუდად, თუმცა რატომღაც კონფლიქტის მიზეზზე საუბარს
ყველა ერიდება. მათ რამდენიმე მეზობელს დავუკავშირდით, მაგრამ არც ერთმა არ ისურვა მომხდარზე საუბარი.

ადგილობრივების თქმით, დამნაშავე თავად ჩაბარდა პოლიციას, თუმცა სოფელში არ საუბრობენ იმაზე თუ რატომ გაიმეტა კარის მეზობელი, მეზობელმა სასიკვდილოდ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა. სავარაუდოდ მიქავას დაჭრა ხელნაკეთი, ნაგანის ტიპის
იარაღით მოხდა. დანაშაულის იარაღი სამართალდამცავებს ამოღებული აქვთ. გამოძიებამ უკვე დაკითხა ბრალდებული, ჯერჯერობით დაჭრილის დაკითხვა ვერ ხერხდება, რადგან მდგომარეობა ისევ მძიმეა.

ჩვენ გავესაუბრეთ ადგილობრივს, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.

- ბიჭები კარის მეზობლები არიან. 10 მეტრით არის მათი სახლები ერთმანეთისგან დაშორებული. ერთად გაზრდილები და თანატოლები არიან. რაზე შეკამათდნენ და რა კონფლიქტი უძღვოდა ამ ფაქტს წინ, ამაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს. მეზობლები გაოგნებულები ვართ, ერთმანეთს ვეკითხებით, ნეტავ რა მოხდა. გიზო მიქავას ოპერაცია ჩაუტარდა და იმედი გვაქვს გადარჩება, ამბობენ სტაბილურად მძიმეა მდგომარეობაო. მომხდარზე ჯერ არავინ არაფერი იცის, ერთი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია, ხოლო მეორე - დაკავებულია. როგორც ვიცი, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რითაც დაჭრეს. როგორც გავიგე, სასწრაფოც თვითონ დამნაშავემ გამოიძახა მას შემდეგ, რაც მეზობელს ესროლა და პოლიციასაც ჩაბარდა, გაქცევა არ უცდია. გამოძიება დაადგენს დეტალებს. მართლა ყველა გაოგნებულია.

- ამ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს?
- როგორც ვიცი, არა. მარტოები იყვნენ, არც ნასვამები ყოფილანო ამბობენ, მაშინ რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცი. შელაპარაკება მოხდაო, რაზე იკამათეს ესეც არ ვიცი. დაკავებული ალბათ იტყვის რაც მოხდა და გიზოც რომ გამოჯანმრთელდება ისიც იტყვის სიმართლეს. პატარა ჩიხში ცხოვრობენ, სულ სამი ოჯახია იმ ქუჩაზე, ფაქტის დამნახავი არავინ არის. მათი ეზოები და ყანები ერთმანეთის გვერდიგვერდ არის, ღობეც კი არ აქვთ გავლებული და როგორც გავიგე, იმ ეზოში მოხდა ეს ფაქტი.

- მიწის გამო ხომ არ ჩხუბობდნენ და საერთოდ რას საქმიანობენ?
- არ ვიცი, არამგონია ამის გამო ეჩხუბათ. ისიც არ ვიცი დაკავებულს იარაღი საიდან ჰქონდა. არც ერთი მათგანი არ არის ნასამართლევი. მატუა ერთი წელია ლენინგრადიდან ჩამოვიდა, მანამდე პერიოდულად მიდიოდა და მერე ჩამოდიოდა, ბიზნესი ჰქონდა. მამამისი ცხონებული ლენინგრადში ცხოვრობდა, სამი წელია რაც გარდაიცვალა. ახლა ეს ბიჭი ძირითადად ყანას ამუშავებდა სოფელში. მიწები აქვთ და სიმინდი ჰქონდა ორივეს დათესილი თავიანთ მიწებზე და იმას თოხნიდნენ, შრომობდნენ. გამოძიება დაადგენს ალბათ მიზეზს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია რა ჩვენება მისცა გამოძიებას ბრალდებულმა და დაჭრის მიზეზად რას ასახელებს.

(სპეციალურად საიტისთვის)

იასნია
09 აგვისტო 2020 14:55
ქალია,მეზობლის ცოლს ხელს ნუ ახლებ ისიც შინაურია.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 აგვისტო 2020 16:02
თავს დავდებ აქაც ქალი იქნება გარეული, დღეს ისეთი დროა, რომ ქალის გარეშე სროლას, არავინ იწყებს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?