"არ გამოვრიცხავ, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მამა?

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, თამუნა ბაჩალიაშვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კონტროლზე აიყვანს და ოჯახს დაეხმარება.

"ბატონმა ირაკლი შოთაძემ იმედი მოგვცა, თქვა, რომ ამ საქმეს კონტროლზე აიყვანს და მიხედავს. მაქვს მაგ კაცის იმედი, ყველაფერზე გაგვცა პასუხი. სიტყვა მოგვცა, რომ საქმის ძიებას გააკონტროლებს", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"