"მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს და არაადამიანს, ვინც..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ძმა?
"მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს და არაადამიანს, ვინც..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ძმა?
თამუნა ბაჩალიაშვილის ძმის, გიორგი ბაჩალიაშვილის თქმით, არც მას და არც მის დას მშობლების ყურადღება და სიყვარული არ აკლდათ.

"მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს და არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი ოჯახის, მამაჩემის და დედაჩემის ღირსების შელახვით. ჩემ დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი, მამაჩემის და დედაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია. არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ. წარმოდგენაც არ მაქვს ეს რაში სჭირდებათ. მე უბრალოდ, მინდა ფარდა აეხადოს, ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი, ვცდილობდი
ჩემი და მეგლოვა", - განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის
მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.


იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები