ახალქალაქში რამდენიმე პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი.არსებული ინფორმაციით, დამწვარია და დაზიანებულია რამდენიმე შენობა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია."ინტერპრესნიუსი"