ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.