ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.