ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.