"ამდენ ხანს ჩუმად ვიყავი, არ მინდოდა ხმის ამოღება, მაგრამ..."
"ამდენ ხანს ჩუმად ვიყავი, არ მინდოდა ხმის ამოღება, მაგრამ..."
"მინდა მივმართო ყველა ადამიანს და არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩვენი ოჯახის ღირსების შელახვით. ჩემს დასთან ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი და მშობლების ყურადღება და სიყვარული არ მოგვკლებია. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც დაკავებულია კლავიატურაზე კაკუნით, კარზე დამიკაკუნოს და გავცემ სათანადო პასუხს. არ დავუშვებ, მამაჩემი მოძალადედ გამოიყვანონ", - ეს გახლავთ თამარ ბაჩალიაშვილის ძმის, გიორგის პირველი საჯარო განცხადება.

"კვირის პალიტრა" გიორგი ბაჩალიაშვილს ესაუბრა:

- ჩვენს ოჯახზე არაერთი შეურაცხმყოფელი რამ გავრცელ
და. ეს ვეღარ ავიტ­ანე და პირველად გამოვთქვი საჯაროდ ჩემი გულისტკივილი. მამაჩემი მოძალადე­ არ არის. კამათი ყველა ოჯახში ხდება. თითქოს მე და ჩემი და ძალადობის მსხვე­რპლი ვიყავით, სიცრუეა. მე და თამუნა სულ ხელჩაკიდებული ვიყავით, ყოველთვის, რასაც ის განიცდიდა, იმავეს განვიცდიდი მეც დამერწმუნეთ, არაფრის მსხვერპლი არ ვყოფილვართ, არც ძალადობა გვინახავს ოჯახში.
21 წლის ვარ და დედ-მამის არც სითბო­ მომკლებია, არც სიყვარული. ბინძურ დეზი­ნფორმაციას ავრცელებენ, მაგრამ ვინ ავრცელებს და რა მიზნით, არ ვიცი. მინდა დასრულდეს ეს კამპანია. ამდენ ხანს ჩუმად­ ვიყავი, მაგრამ იმდენ რამეს ვხედავ და ვისმენ, აღარ შემიძლია.

- შენი დისთვის რაიმე საგანგაშო თუ შეგიმჩნევია ბოლო დროს, ან რამე ხომ არ გაუნდვია შენთვის?
- არაფერი. ჩვენი თაობა მხიარული, მომავალზე ორიენტირებულია. სულ ამაზე ვსაუბრობდით. როცა მუშაობდა, სულ გვერდით ვეჯექი. იყო შემთხვევები, რაღაც არ გამოსდიოდა და ნერვები ეშლებოდა. გულჩათხრობილი და დეპრესიული არ მახსოვს. თვითმკვლელობას იმიტომ გამოვრიცხავ, რომ ჩემს დას კარგად ვიცნობდი.

- შენი ვერსია...
- არც ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, გარდა თვითმკვლელობისა.

- ბაჩანა ლობჟანიძე შენთან თუ უხსენებია თამუნას?
- ამ ტრაგედიამდე მისი სახელი არ მსმენია. არ ვიცი, ვინ არის და რა უნდა.

- ელექტროშოკერი რაში სჭირდებოდა თამარს, არ უთქვამს?
- არა, მაგრამ ჩემი და სულ საქმეში რომ იყო ჩართული, არც მე ვიყავი წინააღმდეგი ჰქონოდა, ჩვეულებრივი თავდაცვის საშუალებაა. დღეს ბევრ ახალგაზრდას აქვს ელექტროშოკერი.


მარინე
12 აგვისტო 2020 12:31
არ გამოასწორებს ეკონომიკურ მდგომარეობას და მიიღებს მლიქვნელურ ხასიათს.
გიორგი ბაჩალუაშვილს
12 აგვისტო 2020 10:21
გიორგი, ხალხს ტყუილად უწყრები, ყველა გვერდში გედგათ, მაგრამ შენმა მშობლებმა გვარამიას მისცეს სადავეები და იმანაც მიწასთან გაასწორა შენი დის რეპუტაცია..პასუხიც გვარამიას მოკითხე, მაგრამ არა მგონია რომ შეძლოთ..დოკუმენტების მაგათმა დადეს და ლესბოსელობაც დააბრაკეს შენ დას, რითაც მეორედაც მოკლეს თამუნა.
პასუხიც გვარამიას გაეცით, მაგრამ რატომღაც საეჭვოდ დუმს შენი მშობლები.
არ დაბლოკოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები