ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის არასრულწლოვანია - კვირის პალიტრა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის არასრულწლოვანია

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ასევე სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაშავებული ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას თავის ქალა აქვს დაზიანებული, ხოლო ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულები ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"