"ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მანქანა დაეჯახათ" - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები, რომელსაც ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა
"ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მანქანა დაეჯახათ" - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები, რომელსაც ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა
ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ბის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­და­იც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი შა­რა­ში­ძე­ე­ბი გახ­ლა­ვან. რო­გორც ambebi.ge - სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შა­რა­ში­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდ­გნენ და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ხუც კაცს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი. რო­მე­ლიც ტაქ­სის მიშ­ნით მოძ­რა­ობ­და, ქვე­ი­თად მყო­ფებს და­ე­ჯა­ხა.

გარ­და­იც­ვა­ლა ბე­ბია, რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი, ხოლო სამი და­შა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წო­ვა­ნი ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ექი­მებ­მა ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს,
ერთ-ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მას მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა თავი არე­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ორ არას­რულ­წლო­ვანს, მათ პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ემერ­ჯენსში უტარ­დე­ბათ, ისი­ნი თავს კარ­გად გრძნო­ბენ.

"შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­
და, მე ჩაქ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმოძ­რა­ობ­დი და შევ­ნიშ­ნე სა­ში­ნე­ლი ავა­რია, ეს იყო მძი­მე სა­ნა­ხა­ვი. და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ზედ გზა­ზე იყ­ვნენ და შვე­ლას ითხოვ­დნენ, ორი და­შა­ვე­ბუ­ლი გა­და­ვიყ­ვა­ნე ჩემი მან­ქა­ნით, ისი­ნი თავს ძა­ლი­ან ცუ­დად გრძნობ­დნენ. რო­გორც ად­გილ­ზე გა­ვი­გე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ და ელო­დე­ბოდ­ნენ ტრან­სპორ­ტს. ად­გილ­ზე­ვე მო­ვის­მი­ნე, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ტაქ­სის ნიშ­ნით იყო რო­დე­საც და­ე­ჯა­ხა", - აცხა­დებს ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლებს სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში უკვე ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დათ. ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­სათნ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მომ­ხდა­რის გამო, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლოს მძღო­ლი და­ა­კა­ვეს. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის ისეთ დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.



?????????????????
10 აგვისტო 2020 18:20
ეძინა და ვერ დაინახა???????? სა ჯანდაბაში მიქროდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები