"ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მანქანა დაეჯახათ" - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები, რომელსაც ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მანქანა დაეჯახათ" - ბათუმი-ჩაქვის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები, რომელსაც ერთი ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაიცვლილები მახინჯაურში მცხოვრები შარაშიძეები გახლავან. როგორც ambebi.ge - სთვის გახდა ცნობილი, შარაშიძეების ოჯახი ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გვიან ღამით იდგნენ და ოჯახის ახლობელს, მოხუც კაცს აცილებდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი. რომელიც ტაქსის მიშნით მოძრაობდა, ქვეითად მყოფებს დაეჯახა.

გარდაიცვალა ბებია, რძალი და შვილიშვილი, ხოლო სამი დაშავებული არასრულწოვანი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. როგორც ექიმებმა ambebi.ge-ს განუცხადეს, ერთ-ერთი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მძიმე დაზიანება თავი არეში. რაც შეეხება ორ არასრულწლოვანს, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ემერჯენსში უტარდებათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

"შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მე ჩაქვის მიმართულებით ვმოძრაობდი და შევნიშნე საშინელი ავარია, ეს იყო მძიმე სანახავი. დაშავებული ადამიანები ზედ გზაზე იყვნენ და შველას ითხოვდნენ, ორი დაშავებული გადავიყვანე ჩემი მანქანით, ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. როგორც ადგილზე გავიგე დაშავებულები ადგილობრივები იყვნენ, რომლებიც ახლობელს აცილებდნენ და ელოდებოდნენ ტრანსპორტს. ადგილზევე მოვისმინე, რომ მოქალაქეებს მსუბუქი ავტომობილი ტაქსის ნიშნით იყო როდესაც დაეჯახა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გარდაცვლილებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ექსპერტიზის ბიუროსათნ მთელი ღამის განმავლობაში ახლობლები იყვნენ შეკრებილი. როგორც ცნობილია, მომხდარის გამო, მსუბუქი ავტომობილოს მძღოლი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ambebi.ge