"ნათლობიდან მოდიოდა... თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ტყიბულში სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს
"ნათლობიდან მოდიოდა... თითქმის 20 ტყვია დაახალეს" - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ტყიბულში სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩა­ცხრი­ლეს
ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე იძი­ე­ბენ და ცდი­ლო­ბენ გა­არ­კვი­ონ, რა გახ­და 34 წლის ზაურ (კუკა) სოფ­რო­მა­ძის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი.

ახალ­გაზ­რდა კაცი ტყი­ბულ­ში, სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში მა­შინ ჩა­ცხრი­ლეს, როცა ის წვე­უ­ლე­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და. მკვლე­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოხ­და. თავ­დამ­სხმე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე იყო, რომ­ლებ­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა შეძ­ლეს. დაჭ­რი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გარ­
და­იც­ვა­ლა. ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, იქი­დან კი მშობ­ლი­ურ სახ­ლში, თერ­ჯო­ლის სო­ფელ რუ­ფოთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც ის მე­უღ­ლეს­თან და ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო და ტყი­ბუ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში მოწ­მე­ე­ბი და­ი­კი­თხნენ.

9 აგ­ვის­ტოს 5 მა­მა­კა­ცის და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ამ პი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ ადას­ტუ­რებს. მა­მა­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ისი­ნი გვი­ან ღა­მით და­ა­კა­ვეს
სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და სას­ტი­კად სცემეს. მათი მტკი­ცე­ბით, ასე და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის მტკი­ცე­ბით კი, ამ პი­რებს მოკ­ლულ­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ.


სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მის ირ­გვლივ გან­ცხა­დე­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მალე გა­ა­კე­თე­ბენ, მა­ნამ­დე კი მომ­ხდა­რის რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ვრცელ­დე­ბა.

ერთი ვერ­სი­ით, მომ­ხდა­რი ადრე და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს და ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კრი­მი­ნალ­თან მოკ­ლუ­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, 2015 წელს კუკა სოფ­რო­მა­ძე და მისი მე­გობ­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს ზაზა კუ­პა­ტა­ძეს. ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. კად­რე­ბი­დან კარ­გად ჩანს, რო­გორ ეს­ხმის თავს რამ­დე­ნი­მე პირი მა­მა­კაცს და რო­გორ უს­წორ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად. ამ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რის­წო­რე­ბის­თვის და­ი­სა­ჯა თუ არა მა­შინ ვინ­მე და გა­მო­ი­ძი­ეს თუ არა ეს ფაქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ეს ჩვენ­თვის უც­ნო­ბია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქურ­დუ­ლი წე­სე­ბით საქ­მის გარ­ჩე­ვა მათ შო­რის ისევ გრძელ­დე­ბო­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თერ­ჯო­ლელ კუკა სოფ­რო­მა­ძეს და ტყი­ბუ­ლელ ზაზა კუ­პა­ტა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, ორი­ვე კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია და ტყი­ბულ­ში ქვა­ნახ­ში­რის მსხვილ ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებ­დნე­ნო. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მომ­ხდა­რი მათ და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა ჯერ ეს და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა და ამა­ზე მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ.

ცნო­ბი­ლია, რომ კუკა სოფ­რო­მა­ძეს ტყი­ბუ­ლის შე­სას­ვლელ­თან ჩა­უ­საფ­რდნენ. იმ სა­ღა­მოს ის ახ­ლობ­ლის სახ­ლში ტყი­ბულ­ში, ნათ­ლო­ბა­ზე იყო და გამ­თე­ნი­ას ნათ­ლო­ბი­დან შინ ბრუნ­დე­ბო­და.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა ჩხუ­ბი სუფ­რა­ზე მოხ­და და შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და. თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მე­გობ­რის სახ­ლში ჩხუბს გა­მო­რი­ცხა­ვენ, ამ­ბო­ბენ, - ნათ­ლო­ბა­ზე მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბი იყ­ვნენ და იქ კონ­ფლიქ­ტი არ მოხ­დე­ბო­დაო.

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯერ ისიც უც­ნო­ბია და­კი­თხეს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ზაზა კუ­პა­ტა­ძე, რომ­ლის­კე­ნაც ხელს იშ­ვე­რენ.

მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ რუ­ბოთ­ში ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. ის და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს მოკ­ლულს.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ვუ­კავ­შირ­დით მოკ­ლუ­ლის ბი­ძაშ­ვილს, სო­ფიო სოფ­რო­მა­ძეს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­შია და ვთხო­ვეთ კუკა სოფ­რო­მა­ძე­ზე ესა­უბ­რა.

სო­ფიო სოფ­რო­მა­ძე:
- გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ, სი­ტყვებს თავს ვერ ვუყ­რი და ვერ ამიხ­სნია ვინ მოკ­ლა ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კუკა. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, არა მა­მის ძმის­შვი­ლი, მაგ­რამ ერთი ბა­ბუ­ის შვი­ლე­ბი ვართ.

სა­ოც­რად გუ­ლი­ა­ნი, თბი­ლი და წყნა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩვე­უ­ლებ­რივ, პა­ტი­ო­სან ალალ-მარ­თალ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბიჭი, მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ყავს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე და ორი პა­ტა­რა ბიჭი დარ­ჩა. ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ, ყვე­ლა და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნი­ებს. არა იმი­ტომ, რომ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე არ ლა­პა­რა­კო­ბენ ცუდს, არა, ის უბ­რა­ლოდ მარ­თლა ასე­თი იყო.

კარ­გა ხანი სპორ­ტს მის­დევ­და, ჭი­და­ო­ბას, ვარ­ჯი­შობ­და აქ­ტი­უ­რად... შემ­დეგ წლებ­ში ისე ხში­რად ვერ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მე თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი, კუკა ცოლ-შვი­ლით რა­ი­ონ­ში იყო. მერე სა­ერ­თოდ უცხო­ეთ­ში წა­მო­ვე­დი და ასე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა მისი არ ვიცი, თუმ­ცა გე­ტყვით, რომ ალალ­მარ­თა­ლი ბიჭი იყო. გაგრძელება


...
10 აგვისტო 2020 19:45
Kanoni tu ar gamkatsrda daxotsavs es xalxi ertmanets. Gmertma natelshi amkopos
მეტი საქმე არ გაქვთ
10 აგვისტო 2020 18:17
ქურდების საქმე არჩიეთ ახლა .ხალხს მიხედეთ.
?
10 აგვისტო 2020 14:23
დიდი არაფერი.ერთი ლამაზი ჯიშიანი ქართველი ბიჭი მოკლეს.მერე რა? მთავარია გაგებით მოვეკიდოთ ყოველივე ამას.როდემდე?

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?