თელავში 70 წლამდე მამაკაცს ეძებენ
თელავში 70 წლამდე კაცს ეძებენ. სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ (აბელა) ამბროსიძე, 4 დღეა არავის უნახავს.
ოჯახი თავდაპირველად საკუთარი ძალებით ეძებდა, თუმცა მოგვიანებით მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე სამართალდამცველებს აცნობეს.
სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.