თელავში 70 წლამდე კაცს ეძებენ. სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ (აბელა) ამბროსიძე, 4 დღეა არავის უნახავს.ოჯახი თავდაპირველად საკუთარი ძალებით ეძებდა, თუმცა მოგვიანებით მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე სამართალდამცველებს აცნობეს.სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.