"მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა - კვირის პალიტრა

"მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი" - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა

მივმართავ მკვლელს, არ შერჩება!, - ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედის თქმით, ის დამნაშავის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.

„მივმართავ მკვლელს, არ შერჩება! მიწიდან ამოვთხრი, მიწაში რომ ჩაძვრეს“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განმარტებით, ექსპერტიზის ბიუროში მათ განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებზე წვდომა არ აქვთ, რადგან გვერდი დაბლოკილია.

თეონა თამაზაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მათ განუცხადეს, რომ მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.