"მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო" - ვინ არიან ჩაქვში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები?
"მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო"  - ვინ არიან ჩაქვში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები?
ფოტო:ნათია სურმანიძე
გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან - მე­დი­კო შა­რა­ში­ძე, მისი რძა­ლი ნა­თია სურ­მა­ნი­ძე და მე­დი­კო შა­რა­ში­ძის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი.

ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდ­გნენ და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ხუც კაცს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ტაქ­სის ნიშ­ნით მოძ­რა­ობ­და, ქვე­ი­თად მყო­ფებს და­ე­ჯა­ხა.

და­შა­ვე­ბუ­ლია სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ისი­ნი ბა­თუ­მის დე­და­თა და ბავ­შვთა სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში
გა­და­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, მძღო­ლი გამ­ვლე­ლებს მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნას სთხოვ­და.

"ახ­ლაც შოკ­ში ვარ, მი­ჭირს იმის გად­მო­ცე­მა, რაც ვნა­ხე. ჩვენ გამ­ვლე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ავა­რია ახა­ლი მომ­ხდა­რი იყო. ბავ­შვი რომ და­ვი­ნა­ხეთ ჩა­მო­ვე­დი. არა­ვინ მი­დი­ო­და ბავ­შვთან. მხო­ლოდ მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო. გაგრძელება



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები