"მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო" - ვინ არიან ჩაქვში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები? - კვირის პალიტრა

"მძღო­ლი ყვი­რო­და, მე და­ვე­ჯა­ხე და გთხოვთ, გა­და­არ­ჩი­ნო­თო" - ვინ არიან ჩაქვში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილები?

გუშინ, გვიან ღამით ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გარდაცვლილები მახინჯაურში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები არიან - მედიკო შარაშიძე, მისი რძალი ნათია სურმანიძე და მედიკო შარაშიძის მცირეწლოვანი შვილიშვილი.

ოჯახი ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გვიან ღამით იდგნენ და ოჯახის ახლობელს, მოხუც კაცს აცილებდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ტაქსის ნიშნით მოძრაობდა, ქვეითად მყოფებს დაეჯახა.

დაშავებულია სამი არასრულწლოვანი. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველი AMBEBI.GE-ს უყვება, მძღოლი გამვლელებს მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას სთხოვდა.

"ახლაც შოკში ვარ, მიჭირს იმის გადმოცემა, რაც ვნახე. ჩვენ გამვლელები ვიყავით. ავარია ახალი მომხდარი იყო. ბავშვი რომ დავინახეთ ჩამოვედი. არავინ მიდიოდა ბავშვთან. მხოლოდ მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გთხოვთ, გადაარჩინოთო. გაგრძელება