"ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი"
"ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი"
ფოტო:ნათია ცირეკიძე
გასულ კვირას მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე აღძრა. უკანონო საექიმო საქმიანობის გამო პასუხისგებაში მიეცა ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავაც, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
25 წლის ნათია ცირეკიძე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც გოგონა ამ მდგომარეობაში ჩააგდო.

გამოძიების
ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში ნათია ცირეკიძემ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა­ ვახტანგ ყიფიანმა გაუწია. გამოძიების ცნობით, მან პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ გამოკვლევის შედეგები იტალიაში გაგზავნეს და იქიდან მოსული რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც სამართალდამცავების
მტკიცებით, ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ, თუმცა, ოპერაცია 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ყიფიანმა თვითონ გააკეთა ისე, რომ მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ორთოპედია-ტრავმატოლოგია. მან ოპერაციაზე დაიხმარა მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც, სამართალდამცავების მტკიცებით, ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტად მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ გოგონას ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა ისევ მიმართა საავადმყოფოს. ყიფიანმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებით ოპერაციაზე დაიყოლია იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და ოპერაციას იტალი­იდან მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ. გოგონას განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა. მეორე ოპერაციაც, ისევე როგორც პირველი, გამოძიების ცნობით, იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად ყიფიანმა და ხოჭოლავამ გააკეთეს, რის Dშედეგადაც პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. გამოძიების მტკიცებით, ორივე ოპერაციის დროს კლინიკას ხელმძღვანელობდა გიორგი ლობჟანიძე, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი მოვალეობა - დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების ლიცენზიის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვახტანგ ყიფიანის ბრალდება - ექვსიდან ცხრა წლამდე, კლინიკის ხელმძღვანელის ბრალი კი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მაგდა ხოჭოლავას, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, რასაც ადვოკატები არ დაეთანხმნენ. მათ სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზეს. პროცესზე­ თავისი პოზიცია გამოხატა კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემაც: "თუ ჩემი პატიმრობა ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეცვლის, თანახმა ვარ, მომისაჯოთ". სასამართლომ დირექტორი 100.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ხოლო ყიფიანსა და ხოჭოლავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ყიფია­ნია საპატიმროში, რადგან ხოჭოლავა იტალიაშია.

"ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი"

გაიოზ ჩარკვიანი, დაზარალებულის ადვოკატი: - უმთავრესია, გოგონა კომიდან გამოიყვანონ. უდიდესი პროფესიონალები მოვიდნენ სასამართლოში დაკავებული ექიმების მხარდასაჭერად, შეიკრიბონ, კონსილიუმი გამართონ და იპოვონ გამოსავალი. გიორგი ლობჟანიძეს იანვარში მივმართე თხოვნით, ჩამოეყვანა უცხოელი სპეციალისტები. ორი თვის შემდეგ მითხრა, გაგზავნილი მაქვს დისკები და ველოდები პასუხსო. აქამდე არ არის პასუხები? რამდენი თვე უნდა ელოდონ?! ხომ შეიძლებოდა თუნდაც ტელეხიდით გამართულიყო უცხოელ ექიმებთან კონსულტაცია! გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა გულგრილობას ედავება. მას უნდა შეემოწმებინა, ჰქონდათ თუ არა ექიმებს შესაბამისი ლიცენზია... რას ეუბნებიან ოჯახს, რომელსაც 20 თვეა, შვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავს.?! რატომ ცდილობენ დამნაშავე ექიმების გამართლებას? დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ხოჭოლავას არანაირი ექიმის სერტიფიკატი არ ჰქონია. ვახტანგ ყიფიანს კი ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა კარდიოლოგის სერტიფიკატი და მას ხერხემალზე ოპერაცია არ უნდა გაეკეთებინა. ეს ადამიანები უკანონო საექიმო საქმიანობას ეწევიან, კლინიკა ამის გამო დააჯარიმეს კიდეც და მათაც უნდა აგონ პასუხი. მათი ადვოკატი ამბობს, პირველი ოპერაცია შედეგიანი იყოო, არა, ბატონო! ოპერაცია უშედეგო რომ იყო, ორი კვირის შემდეგ ამიტომ მიმართეს ექიმს. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი - 13 წუთი ბავშვს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი კომაში ჩავარდნა! მითხარით, რას აკეთებდა ამ დროს ანესთეზიოლოგი? სანამ საბოლოო შედეგი არ გამოქვეყნდება, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებთ. არ გვინდა ვინმემ ეს თემა პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩუმდებით! (იხილეთ სრულად)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?