სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს და თანხა წაიღეს - კვირის პალიტრა

სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს და თანხა წაიღეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან თანხა მოიპარეს და დაარბიეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დილით ტაძარში მისულებს ხატები დაზიანებული, თანხა კი წაღებული დახვდათ.

„დილით მოვედი და ფანჯარა ჩამტვრეული დამხვდა. ასევე წაღებულია მრევლის მიერ შემოწირული და გაყიდული სანთლების თანხა. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეული და დაზიანებულია დიდი ნაწილი. პოლიცია ადგილზე უკვე მუშაობს", - აცხადებს ადგილობრივი უჩა ქემაშვილი.

,,ინტერპრესნიუსი"