"სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა" - რა კადრები გაასაჯაროვა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე?
მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს ვი­დეო რე­კონ­სტრუქ­ცი­ას, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, 18 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის საქ­მე­ზე სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში ცოტა ხნის წინ გა­ი­მარ­თა.

ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ საქ­მე­ზე ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს და 2 არას­რულ­წლო­ვან ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დათ. კერ­ძოდ, 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. (იხილეთ პროკურატურის განცხადება სრულად)

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის
შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლა­დო­ბას, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­სა და გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა.


niunu
12 აგვისტო 2020 07:35
ყველა ეს მხეცი უნდა სასტიკად დაისაჯოს!! გესმიტ მტავრობას , გესმიტ პროკურატურას და სასამარტლოს? როდემდე უნდა იყოს დაუსჯელობის სინდრომი( მაგრამ ტვიტონ ხარტ დამნაშავეტა ნაკრები მტავრობაში და თქვენგან რა სიკეტეს უნდა ელოდეს ხალხი?? მარტო არჩევნებზე გახსენდებად კარტოფილზე გაყიდული მშიერი ადამიანები)

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები