"სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა" - რა კადრები გაასაჯაროვა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც გარდაიცვალა" - რა კადრები გაასაჯაროვა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე?

მთავარი პროკურატურა ავრცელებს ვიდეო რეკონსტრუქციას, სადაც ნაჩვენებია, 18 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენები. 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ გაიმართა.

ცნობილი გახდა, რომ საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვან ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. (იხილეთ პროკურატურის განცხადება სრულად)

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.