"არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი?
11-08-2020
"არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი?
გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვანი ზ.ხ. -ს, მორაგბე არჩილ გაგნიძისა და ნიკა რევაზიშვილის ადვოკატები შევიდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინებათ და საქმის მასალები გადაეცემათ.

როგორც პენინტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე არასრულწლოვანი ზ.ხ. - ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე არსებული საქმის მასალებით ,,არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა ბრალის დამძიმება".

"ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. გამომძიებლებმა
დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბრალი უნდა წარედგინათ, ჩვენ მოვედით. იმედია, რომ წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ბრალის დამძიმება და შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბრებთ. ბრალდებულების ჩვენებებით და მანამდე გადმოცემული საქმის მასალებით არ არსებობდა მსგავსი სახის მტკიცებულება რომლის საფუძველზეც მოხდებოდა აღნიშნული ბრალის დამძიმება. გარემოება, რომ ვიღაცამ
შაქარაშვილს გზა მოუჭრა, არის აბსურდი, ზ.ხ. დასაწყისშივე ამბობდა, რომ ის და ვასილ მახარაძე წავიდნენ მანქანის მოსაყვანად ფერადი შენობიდან და შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ ჰქონიათ ," - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები