"თუ წყალში არ მოხვდებოდა, ცალსახაა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები არ მოკლავდა"
"თუ წყალში არ მოხვდებოდა, ცალსახაა, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები არ მოკლავდა"
თუ წყალში არ მოხვდებოდა, ცალსახაა, დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, "პალიტრანიუსთან" განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გადარჩებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი, წყალში რომ არ გადაეგდოთ და დაეტოვებინათ ხმელეთზე.

ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილს, მისთვის მიყენებული დაზიანებები ვერ გამოიწვევდა.

"გიორგი შაქარაშვილს არ ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიყენებული, რომელიც სიკვდილს გამოიწვევდა. ამდენად, თუ წყალში
არ მოხვდებოდა სიკვდილზე დასკვნების გამოტანა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იქნებოდა. ცალსახაა, დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა", - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ
გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

მათივე ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

antibneleti
12 აგვისტო 2020 12:22
ინვალიდად ხომ მაინც დარჩებოდა??? ახალგაზრდა, ლამაზი, პერსპექტიული სპორტსმენის დაინვალიდება ტრაგედია არ არის??? ამიტომ სასტიკად უნდა დაისაჯონ უშუალო დამნაშავეებიც და ხელის დამფარებლებიც, წერტილი!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები