გოგი თოფაძის შვილიშვილის გამოკითხვა დასრულდა - რა უთხრა გამომძიებელს ლევან თოფაძემ? - კვირის პალიტრა

გოგი თოფაძის შვილიშვილის გამოკითხვა დასრულდა - რა უთხრა გამომძიებელს ლევან თოფაძემ?

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც თოფაძის ადვოკატი, გიორგი ანთაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს, ბუსა ჟვანიას დანა, ან მსგავსი საგანი ჰქონდა თუ არა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, დაპირისპირება ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა, ვინაიდან, ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე შესაბამისი ჩვენება მისცა.

როგორც თავად განმარტა, ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება", - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იხილეთ ასევე: "არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვამართლებ იმას, რაც ბუსამ გააკეთა, მაგრამ..." - რას ამბობს ხათუნა ხოფერია ჟვანია-თოფაძის საქმეზე?

"ინტერპრესნიუსი"