თბილისში მამაკაცმა ბავშვი გაიტაცა - კვირის პალიტრა

თბილისში მამაკაცმა ბავშვი გაიტაცა

თბილისში მამაკაცმა ბავშვი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, გამტაცებელმა მცირეწლოვანი მანქანით წაიყვანა, თუმცა ოჯახის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა იგი გზაში დააკავეს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.