"კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა" - რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში?
"კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა" - რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში?
გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის თა­ო­ბა­ზე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ მისი ჩა­ნა­წე­რი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

"პი­რა­დად მე, უძ­ლუ­რი ვარ მის წი­ნა­შე", - ეს არის, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ერთ-ერთი ბოლო ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან ფურ­ცელ­ზე და­წე­რა. აქვე წე­რია წე­რია ციფ­რი - "15"... ამ პოს­ტის გამო გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე შსს-ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს.

ჟურ­ნა­ლის­ტის აზ­რით, თა­მარ­მა ეს ჩა­ნა­წე­რი სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მცი­რე ხნის წინ გა­ა­კე­თა.

Ambebi.ge ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

- და­კი­თხვა­ზე როცა ვი­ყა­ვი, მი­თხრეს, რომ
ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­ა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ რო­დის, ეს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ. მე ვნა­ხე ორი­გი­ნა­ლი, გა­და­ვუ­ღე ფოტო და გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. ჩემი აზ­რით, ეს არ უნდა იყოს დიდი ხნის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. დამ­რჩა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს წე­რი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე არც თუ დიდი ხნის წინ და­წე­რი­ლი.

-
რა ვერ­სია გაქვთ თქვენ და რა ვერ­სია აქვს გა­მო­ძი­ე­ბას?

- ეს იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თუ ექ­სპერ­ტი­ზა უტყუ­ა­რად და­ა­დას­ტუ­რებს, რომ ეს არის მარ­თლაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ და­წე­რი­ლი, მა­შინ გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იფიქ­როს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა­ზე. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ უფრო გაგ­ვიმ­ყარ­და ვა­რა­უ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ვი­ღაც აში­ნებ­და, ემუქ­რე­ბო­და. პა­სუ­ხია გა­სა­ცე­მი კი­თხვა­ზე - ვის მი­მართ იყო უძ­ლუ­რი და რა არ შე­ეძ­ლო?

- ვინ­მემ იცის, რაზე მი­ა­ნიშ­ნებს ციფ­რი - 15?

- ამ ციფრ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ვერ­სია მო­ვის­მი­ნე. ცხა­დია, ყვე­ლა ვერ­სი­ას აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, ვიდ­რე არ და­დას­ტურ­დე­ბა რა­ტომ - 15. ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­შია და მან უნდა უპა­სუ­ხოს ამ კი­თხვა­ზე, მაგ­რამ დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამან დო­კუ­მენ­ტუ­რად კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა.

- მა­ინც რა ვერ­სი­ე­ბი მო­ის­მი­ნეთ?
- რომ მაგ. ასო პ არის 15-ე ასო, ან ეს რო­მე­ლი­მე ქუ­ჩის ნო­მერს უნდა ნიშ­ნავ­დეს. სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რომ არ გა­მო­მი­ვი­დეს, თავს შე­ვი­კა­ვებ. ვერ­სი­ე­ბი არ ვიცი და ეს თუ რამე კონ­კრე­ტულს ნიშ­ნავს, ამა­ზე გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა იმუ­შა­ოს.

- რა კი­თხვე­ბი ჰქონ­და თქვენ­თან გა­მო­ძი­ე­ბას?
- სულ ორი კი­თხვა ჰქონ­და: სა­ი­დან მო­ვი­პო­ვე ეს დო­კუ­მენ­ტი, რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ და­ვა­სა­ხე­ლებ­დი იმ პი­როვ­ნე­ბას, ვინც ეს მაჩ­ვე­ნა და მე­ო­რე - რა ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მშობ­ლებ­თან. ვუ­პა­სუ­ხე, რომ ვარ ჟურ­ნა­ლის­ტი და მათ­თან პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. გაგრძელება

ირა
14 აგვისტო 2020 13:30
ჩემი აზრით წითელი კალმით სხვა კალიგრაფიაა და ლურჯით სხვა განსხვავდებიან
ava
14 აგვისტო 2020 03:43
პ-15 ბევრ რამეს ნიშნავს მაგ. მენდელეევის ქიმიური პერიოდულობის სისტემით პ-15 ფოსფორია პ-თი იწყება მაგ. პლუტონიუმი და სხვა ელემენტები, პ-15 არის ერთ-ერთი პნევმატური იარაღი, ასევე პ-15 არის ხომალდსაწინააღმდეგო რუსული რაკეტა, იარაღის უკანონო ვაჭრობის შესახებ ხომ არ იცოდა რამე? ზოგადად პ-15 კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები