"კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა" - რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში? - კვირის პალიტრა

"კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა ის მო­საზ­რე­ბა, რომ თა­მა­რი მოკ­ლეს და შემ­დეგ დად­გეს თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა" - რა წერია თამარ ბაჩალიაშვილის ბლოკნოტში?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის თაობაზე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ მისი ჩანაწერი გაასაჯაროვა.

"პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე", - ეს არის, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია წერია ციფრი - "15"... ამ პოსტის გამო გიორგი კაპანაძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ჟურნალისტის აზრით, თამარმა ეს ჩანაწერი სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა.

Ambebi.ge ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.

- დაკითხვაზე როცა ვიყავი, მითხრეს, რომ ექსპერტიზას ჩაატარებდნენ, მაგრამ როდის, ეს არ დაუკონკრეტებიათ. მე ვნახე ორიგინალი, გადავუღე ფოტო და გამოვაქვეყნე. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს დიდი ხნის გაკეთებული ჩანაწერი. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წერილი უნდა ყოფილიყო გარდაცვალებამდე არც თუ დიდი ხნის წინ დაწერილი.

- რა ვერსია გაქვთ თქვენ და რა ვერსია აქვს გამოძიებას?

- ეს იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მტკიცებულება, რომ თუ ექსპერტიზა უტყუარად დაადასტურებს, რომ ეს არის მართლაც თამარ ბაჩალიაშვილის მიერ დაწერილი, მაშინ გამოძიებამ უნდა იფიქროს კვალიფიკაციის შეცვლაზე. ანუ ფაქტობრივად, ამ ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო გაგვიმყარდა ვარაუდი, რომ შეიძლება თამარ ბაჩალიაშვილს ვიღაც აშინებდა, ემუქრებოდა. პასუხია გასაცემი კითხვაზე - ვის მიმართ იყო უძლური და რა არ შეეძლო?

- ვინმემ იცის, რაზე მიანიშნებს ციფრი - 15?

- ამ ციფრთან დაკავშირებით ბევრი ვერსია მოვისმინე. ცხადია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ვიდრე არ დადასტურდება რატომ - 15. ყველაფერი გამოძიების ხელშია და მან უნდა უპასუხოს ამ კითხვაზე, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამან დოკუმენტურად კიდევ ერთხელ გაამყარა ის მოსაზრება, რომ თამარი მოკლეს და შემდეგ დადგეს თვითმკვლელობის ინსცენირება.

- მაინც რა ვერსიები მოისმინეთ?

- რომ მაგ. ასო პ არის 15-ე ასო, ან ეს რომელიმე ქუჩის ნომერს უნდა ნიშნავდეს. სპეკულაციები რომ არ გამომივიდეს, თავს შევიკავებ. ვერსიები არ ვიცი და ეს თუ რამე კონკრეტულს ნიშნავს, ამაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს.

- რა კითხვები ჰქონდა თქვენთან გამოძიებას?

- სულ ორი კითხვა ჰქონდა: საიდან მოვიპოვე ეს დოკუმენტი, რაზეც ვუპასუხე, რომ ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, არ დავასახელებდი იმ პიროვნებას, ვინც ეს მაჩვენა და მეორე - რა ურთიერთობა მქონდა ბაჩალიაშვილის მშობლებთან. ვუპასუხე, რომ ვარ ჟურნალისტი და მათთან პროფესიიდან გამომდინარე მქონდა ურთიერთობა. გაგრძელება