თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი გააუპატიურეს - კვირის პალიტრა

თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი გააუპატიურეს

თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"